აჭარის ტელევიზიაზე კიბერშეტევა განხორციელდა - მაუწყებლის ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მათ ვებ გვერდზე სავარაუდოდ კიბერ თავდასხმა მოხდა. სპეციალურ განცხადებას მაუწყებლის ადმინისტრაცია ავრცელებს:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვედზე, სავარაუდოდ მოხდა კიბერ თავდასხმა, რომელიც ჩვენი ვარაუდით არჩევნების წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტირებას ემსახურება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა მსგავსი შეტევა ბოლო 4 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა.

საქმეში გასარკვევად გამოძახებულია სამართალდამცველები. მიმდინარეობს არსებული საკითხის მოკვლევა- ნათქვამია განცხადებაში.

მაუწყებელი სწორედ შესაძლო კიბერ თავდასხმას უკავშირებს იმ მასალის წაშლას, სადაც სოფელ დიდაჭარაში მომხდარ დაპირისპირებაზე იყო საუბარი.

დიდაჭარაში დღეს თორნიკე რიჟვაძე არ შეუშვეს

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, კიბერ თავდასხმაზე მოკვლევა უკვე დაიწყო პოლიციამ და ტექნიკურმა სამსახურმა. მაუწყებლის ადმინისტრაცია მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ–გვერდიდან წაიშალა ერთ-ერთი მასალა, რომელიც დღეს მაღალმთიან აჭარაში მომხდარ ინცინდენტს ასახავდა.

მაუწყებელი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს: მიუხედავად სხვადასხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან მრავალრიცხოვანი პერიოდული კამპანიური შემოტევებისა და უსაფუძვლო ბრალდებებისა, მაუწყებელი აგრძელებს მიუკერძოებლად მუშაობას და ფაქტებისა და მოვლენების ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქებას.

ეს კი, როგორც ჩანს, დიდ გაღიზიანებას იწვევს მათში, ვინც არ არის დაინტერესებული იმით, რომ მაუწყებელმა შეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელება და შეინარჩუნოს ორგანიზაციული სტაბილურობა და მდგრადობა. შესაბამისად, აჭარის მაუწყებლის წინააღმდეგ დღეს, კიდევ ერთი ასეთი მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა. კერძოდ, სავარაუდოდ, მოხდა ჰაკერული თავდასხმა, რის შედეგადაც ვებ–გვერდიდან გაქრა ერთ–ერთი მასალა.

მაუწყებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული იყო კარგად ორგანიზებული დესტრუქციული ქმედება და მიზნად ისახავდა მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის დისკრედიტაციას და მასში დაძაბულობისა და დაპირისპირებების ახალი ტალღის აგორებას, რადგან მსგავსი მასალის ოფიციალური საიტიდან წაშლას საზოგადოება აუცილებლად შეამჩნევდა და სათანადო რეაქციაც ექნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაუწყებლის ვებ–გვერდზე კიბერთავდასხმისა და მასალების მიზანმიმართულად წაშლის ან პლატფორმის მუშაობის შეფერხების და პარალიზების მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის.

ამიტომ მენეჯმენტმა მყისიერად მოახდინა ფაქტზე რეაგირება და ინცინდენტის გამოძიებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

პოლიციელები უკვე იმყოფებოდნენ მაუწყებელში და ჩაატარეს შესაბამისი მოქმედებები, რაც შეეხება წაშლილ მასალას, ტექნიკურმა სამსახურმა მისი აღგენა მალევე შეძლო და ახლა, ის, კვლავ ხელმისაწვდომია. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს- ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, წაშლილი მასალის შესახებ ინფორმაცია მაუწყებლის ჟურნალისტმა გაავრცელა და ტელევიზიისგან პასუხი მოითხოვა. ამის შემდეგ კი ადმინისტრაცია კიბერ თავდასხმაზე ალაპარაკდა.

 

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი