გვაქვს რესურსი, რომ დავამატოთ 6 616 საწოლი და 15 საავადმყოფო - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საწოლების არსებულ რაოდენობასა და დამატებით მობილიზირებულ რესურსებზე ისაუბრა. 

"ამ დროისთვის ჰოსპიტალებში მკურნალობს 4 209 კოვიდინფიცირებული პაციენტი, ხოლო მობილიზებულია 4 619 ადგილი. 57 საავადმყოფო იღებს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს და გვაქვს რესურსი, რომ დავამატოთ 6 616 საწოლი და კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში ჩავართოთ დამატებით 15 საავადმყოფო - შესაბამისად 2000-ზე მეტი საწოლფონდით", - ამბობს ტიკარაძე. 

შეგახსენებთ დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას - ბოლო 24 საათში ქვეყანაში დამატებით ინფიცირდა 1 709 პაციენტი, გარდაიცვალა 20, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 095.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი