დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 პაციენტიდან 9 აჭარიდანაა

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 პაციენტიდან 9 აჭარის რეგიონიდანაა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯადნაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

გარდაცვლილ პაციენტებს შორის 5 რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, 1 კლინიკა "მედცენტრში", ორი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. 

გარდაცვლილ პაციენტებს შორის ყველაზე მცირე ასაკის 63 წლის კაცია, ყველაზე უფროსი კი 78 წლის ქალი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 095 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 35 567;
  • გამოჯანმრთელებულია - 16 904;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 273;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 324;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 346;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი