დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 445 თბილისიდანაა, 437 აჭარიდან - მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში გამოვლინა, 437 აჭარაში, 388 კი იმერეთში. ამ თემაზე კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

"თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში 437, იმერეთში 388, ქვემო ქართლში 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ჯამში საქართველოში 511 მძიმე პაციენტია, მათგან მართვითი სუნთქვის აპარატი 128 პირს სჭრიდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 095 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 35 567;
  • გამოჯანმრთელებულია - 16 904;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 273;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 324;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 346;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი