"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა გასტაცეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტს, ირაკლი ვაჩიბერაძესა და გადამღებ ჯგუფს არხის კუთვნილი ტექნიკა გასტაცეს. 

"ოპერატორის თვალწინ აპარატურა გაიტაცეს. უცნობმა პირმა ელვისებური სისწრაფით მანქანიდან ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო. ოპერატორი მათ გაეკიდა - ორნი იყვნენ. ახლა სადაც ვიმყოფებით, გარშემო ტყეცაა და გამტაცებელი მალე შეძლებს მიმალვას.", - ამბობს "მთავარის" იმერეთის კორესპონდენტი, ირაკლი ვაჩიბერაძე. 

ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი