"თქვენი ერთი ხმა საქართველოს ბედს წყვეტს" - "სტრატეგია აღმაშენებელის" შემაჯამებელი შეხვედრა

გამოქვეყნდა:

დღს, 29 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა "სტრატეგია აღმაშენებელმა".

გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, მიიღონ არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება და გათავისუფლდნენ ერთპიროვნული მმართველობისგან. 

„თქვენი ერთი ხმა საქართელოს ბედს წყვეტს... დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს აღმშენებლობის იდეა,"- ამბობს, გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის"  შემაჯამებელ აქციაზე იმყოფებოდა "ლეიბორისტური პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც. 

"ქართველი ხალხი ჩვენს ქვეყანას გაუკეთბს ვაქცინას, სახელწოდებით - ანტიბიძინა," - ამბობს, შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

ასევე, დღეს, 29 ოქტომბერს, 6 საათზე შემაჯამებელ აქციას მართავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი