არა ბიძინა ივანიშვილს - "ნაციონალური მოძრაობა" დღეს თბილისში შემაჯამებელ აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

''არა ბიძინა ივანიშვილს!'' - "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისში შემაჯამებელ აქციას მართავს. აქცია საღამოს 6 საათზე დაიწყება. სამზადისი კი თბილისის მთავარ მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

ენმ-ს ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან, რადგან კიდევ ერთხელ გააგონონ თავიანთი ხმა ბიძინა ივანიშვილს. 

"დღეს აქ ველოდებით უამრავ ადამიანს, 10-ათასობით ადამიანს და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, არამედ ყველას, ვინ ელოდება ცვლილებებს ქვეყანაში და ამ ცვლილებებს თავად შექმნის 31 ოქტომბერს, როცა არჩევნებზე მივა", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, აქციაზე დასასწრებად კოლონები რეგიონებიდანაც დაიძვრებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი