პოლიციამ "მთავარი არხის" ტექნიკა იპოვა, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "მთავარის" იმერეთის ბიუროს მანქანიდან ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს. ძარცვა ტელეკომპანიის ოპერატორის თვალწინ მოხდა.  ბოროტმოქმედებმა მიმალვა შეძლეს. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია იმყოფება და საგამოძიო პროცედურებს ატარებს.

"საბედნიეროდ, ტელეკომპანია "მთაავრის" კუთვნილი აპარატურა, ვგულისხმობ ჩართვის აპარატს და კამერას უკვე ნაპოვნია. პირდაპირი ჩართვის აპარატი ჩვენი ავტომობილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იპოვეს, რაც შეეხება კამერას ის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან შენიშნეს", - ამბობს ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე.

აპარატურა ჯერ ჟურნალისტისთვის არ დაუბრუნებიათ, რადგან ტექნიკიდან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ირაკლი ვაჩიბერაძე და მის ოპერატორს გამოკითხვაზე გადაიყვანენ. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი ჩართვისთვის ემზადებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი