გორთან მომხდარ ავტოავარიაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - გარდაცვლილია 5 მგზავრი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც გამთენიას გორთან მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება 5 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს. აქვე, დაშავებულია 11. 

 გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. 

განცხადება სრულად: 

2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. 

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. 

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

უმძიმესი ავარია ცენტრალურმაგისტრალზე - გორთან, სამარშრუტო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახებით მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი