ავარია გორთან - მეექვსე ადამიანიც გარდაიცვალა, დაშავებულია 10 პირი

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ მაგისტრალზე, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა რაოდენობა ერთით გაიზრდა. ამ დროისთვის შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 10.  

"მთავარის" ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი მძღოლია, ერთი სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი წინა ხელისუფლების დროს.

გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა "გორმედში" გადაიყვანა.

გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი