გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით გორთან მომხდარი ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მათ ნაწილი კლინიკა "გორმედში'', ნაწილი თბილისში გადმოიყვანეს. რამდენიმე დაშვებულის მდგომარეობამძიმეა.
შემთხვევის ადგილზე და კლინიკა გორმედში გვიან ღამე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ჩავიდნენ. პარტიამ განცახდებაც გაავრცელა, რომელშიც უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
"უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, გული მაქვს გაგლეჯილი. ვიზიარებ ოჯახების ტრაგედიას, ნამდვილად დავკარგეთ არაჩვეულებრივი ადამიანები, ძალინ კარგი პატრიოტები. კიდევ უფრო მძიმეა და ამაზრზენი, როდესაც სახელისუფლებო არხები დადიან და ეძებენ ადამიანებს და ცდილობენ, რომ ამ ადამიანებს ათქმევინონ, რომ ვიღაც ჩამოვიდა აქციაზე და შემდეგ უკან, რომ ბრუნდებოდა მოხდა ეს ტრაგედია, აი ეს ყველაფერია რის უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასული", - ამობობს "ენმ -ძალა ერთობაშიას" მაორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე
ძალიან მებრძოლი, ძალიან ძლიერი და კარგი ადამიანები დაკარგა ჩვენქმა ქვეყანამ. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არის სამარხვინო. ჩვენ ახლა ვართ ჭირისუფლები. ამის სხვაგვარად გამოყენება ჩემი აზრით, არის ფსკერი, - თქვა ერთიანი "ნაცინალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდვიანმა, კობა ნაყოფიამ
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. მიკროავრობუსის მგზავრები თბილისში გაერთიანებული ოპოზციის აქციაზე იმყოფებოდნენ და სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.
გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.