ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2906 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 096 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 19 810 გახდა.

ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

აქვე, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 37 263;
  • გამოჯანმრთელებულია - 19 810; 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 285; 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 070;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 324;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 200 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი