დღეს 1696 დადასტურებული შემთხვევიდან 683 თბილისიდანაა, 381 აჭარიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში გამოვლინა, 381 აჭარაში, 313 კი იმერეთში. ამ თემაზე კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

"თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში 381, იმერეთში 313, ქვემო ქართლში 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 32, ხოლო რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -11", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

აქვე, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1696 ახალი შემთხვევა დადასტურდაგარდაიცვალა 12 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 37 263;
  • გამოჯანმრთელებულია - 19 810; 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 285; 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 070;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 324;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 200 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი