ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა. ამის შესახებ ცესკო ინფორმაციას სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. აქედან თვითიზოლაციაში იმყოფება 3 695 პირი, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან არჩევნებში მონაწილებას 7 150 ადამიანი მიიღებს. 

იზოლაციაში მყოფი პირებისთვის სპეციალურად შეიქმნა 127 საარჩევნო უბანი, რომლებიც ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

ინფორმაციას არჩევნებში გადასატანი ყუთით მონაწილეობის შესახებ იზოლაციაში მყოფი პირები 30 ოქტომბერს, ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1696 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2906 ადამიანი.  გარდაიცვალა 12 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 7263;
  • გამოჯანმრთელებულია - 19 810; 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 285; 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 070;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2324;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 200 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი