ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი კოვიდპაციენტი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში,ხაშურის საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის ქალი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1696 ახალი შემთხვევა დადასტურდაგარდაიცვალა 12 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 37 263;
  • გამოჯანმრთელებულია - 19 810; 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 285; 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 070;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 324;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 200 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი