"ნოემბერ-დეკემბერში უნდა ველოდოთ შემთხვევათა ზრდას" - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში კორონავირუსის მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა და ზამრთირს მოახლოებასთან ერთად შემთხვევების ზრდა იწინასწარმეტყველა. 

"სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა დღეს ანტირეკორდია - 546 ათასი ახალი შემთხვევაა მსოფლიოში, აქედან ნახევარი სამწუხაროდ ევროპაშია. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 70%-ია, სიკვდილიანობა კი იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან სიკვდილიანობის დაკლებულია 2.6%-მდე. თუმცა, საფრანგეთის შემთხვევას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აცივებასთან კორელირებს შემთხვევათა რაოდენობის ზრდა, ანუ ნოემბერ-დეკემბერში უნდა ველოდოთ შემთხვევათა ზრდას" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

 აქვე, შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 095 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 35 567;
  • გამოჯანმრთელებულია - 16 904;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 273;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 324;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 346;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი