გურჯაანში ცოლისა და მეზობლის მკვლელობის, ასევე ორი პირის დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ცოლისა და მეზობლის მკვლელობის, ასევე, ორი პირის დაჭრის ფაქტზე 56 წლის ზ.დ. დააკავეს.

გამოძიება მას ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ კ.ს.-ს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე - 1967 წელს დაბადებული ლ.დ. ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ზ.დ. მომხდარიდან მალევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა", - წერია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. უწყების განცხადებით დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი