ხმაური ქუთაისში - დამკვირვებლებს 41-ე საარჩევნო უბანი გახსნილი დახვდათ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში არჩევნები ხმაურის და დარღვევების ფონზე დაიწყო. 41-ე საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს უბანი გახსნილი და კომისიის წევრების მხრიდან ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილებული დახვდათ. 

საარჩევნო უბნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიის წევრები "ქართულ ოცნებასთან" არიან გარიგებულები. 

"მოვედი უბანზე 06:30-ზე, უბანი დამხვდა გახსნილი, პოზიციები გადანაწილებული ჰქონდათ, არაფერში მონაწილეობა არ მიგვიღია", - ამბობს ერთერთი დამკვირვებელი. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 08:00-ზე დაიწყო და 20:00-მდე გაგრძელდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი