დღეს, 31 ოქტომბერს დილის 8 საათიდან საქართველოს ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა და ხმის მიცემა დაიწყო - პროცესი 20:00-ზე დამთავრდება. ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს აირჩევენ, რომლებიც დააკომპლექტებენ მთავრობას. არჩეული მთავრობა ქვეყნის ხელისუფლებაში დარჩება მოდმევნო 4 წლის განმავლობაში.
დღევანდელი დღე გამორეჩეული იმითაც, რომ დამოუკიდებლობის აღგენიდან პირველად ქვეყანაში ტარდება თითქმის პროპორციული არჩევნები, სადაც მაჟორიტარული მანდატები მინიმუმამდეა შემცირებული.
ვის ვირჩევთ დღეს
სულ საქართველოს პარლამენტი 150 მანდატიანი, სადანაც 120 მანდატი პროპორციული წესით აირჩევა, კიდევ 30 მანდატი მაჟორიტარული ოლქებიდან არჩეული დეპუტატებით შეივსება. ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან 2 კვირაში აყალიბებს ახალ მთავრობას, რისთვისაც საჭიროა სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა. დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობს სულ 50 საარჩევნო სუბიექტი, პარლამენტში მოსახევდრად მათთვის აუცილებელი იქნება სულ მცირე ამომრჩევლის 1% მხარდაჭერაც კი, რაც მრავალპარტიულ პარლამენტს და მაღალი ალბათობით კოალიციურ მთავრობას ნიშნავს.
საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.