მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმაურია - ჟურნალისტებს და ზოგიერთ დამკვირვებელს ადგილზე არ უშვებენ.
"მე-5 საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ უშვებენ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ გადაწყეტილებას არ იღებს არც კომისიის თავმჯდომარე, არც კომისიის მდივანი. კომიიის წევრები არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში. ე.წ.გონგოები პირდაპირ თავს ესხმიან დამკვირვებლებს" - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია 20/20-ის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ხმაური იყო ქუთაისის 41-ე საჯარო უბანზეც, სადაც დამკვირვებლებს უბანი გახსნილი და კომისიის წევრების მხრიდან ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილებული დახვდათ.