ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად, ხალხი აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე.
ჰარცელის თქმით, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები დეტალურ ინფორმაციას აგროვებენ და ხვალ შეფასებებს შემოგვთავაზებენ.
"დღეს გრძელი და უმნიშვნელოვანესი დღე იქნება - გამარჯვებულმა პარტიამ 4 წელი უნდა მართოს ქვეყანა. მე მექნება შეხვედრები დამკვირვებლებთან და ცესკოსთან", - ამბობს კარლ ჰარცელი.
შეგახენებთ, რომ ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, დღეს ცესკოში მივიდა.