ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2 881 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 881 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 22 691 გახდა.

ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 38 936; 
  • გამოჯანმრთელებულია - 22 691; 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 307; 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 001;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2245;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 136 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი