აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, მარნეულის საარჩევნო უბნებზე მივიდა. ინფორმაციას საელჩოს Facebook-გვერდი ავრცელებს.
“ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე", - ამბობს დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ კელი დეგნანი დღეს დილით ცესკოშიც მივიდა.