უბნებზე არ მიდიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, იქნებ, დაგვიჯეროთ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ თვითზიოლაციაში მყოფი პირები საარჩევნო უბნებზე არ მიდიან და ესაა მიზანმიმართული ბრალდება, რათა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეაშინოს ამომრჩეველი. 

"1 საათის წინ გარცელდა ინფორმაცია, თითქოს "ქართული ოცნება" თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს საარჩევნო უბნებზე. TV-პირველის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ თქვა, რომ ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს თვითიზოლაციაში მყოფი პირები - ამ ადამიანებს გაუვიდათ იზოლაციის ვადა. ნაც.მოძრაობასა და მის დანაყოფებს უნდათ, რომ შეაშინონ ამომრჩეველი. ავრცელებენ შეგნებულად ცრუ ინფორმაციას. ვთხოვ ჟურნალისტებს, ნუ ჩაებმევიან იმ სქემაში, რომელზეც წინა დღეებში დეტალური ინფორმაცია მოგაწოდეთ. იქნებ, დაგვიჯეროთ ამდენი მტკიცებულების შემდეგ", - ამბობს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ "ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, თვითოზოლაციაში მყოფმა მაკა ფიჩხაიამ ხმა ქუთაისის 112-ე უბანზე მისცა და უბნის დატოვებისას იქვე მდგომი პირისგან კონკრეტული თანხაც აიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი