ეს სასაცილოა, დამფრთხალი ხელისუფლების საუბარი - გიორგი ბოტკოველი კალაძის პასუხად

გამოქვეყნდა:

ენმ–ს მაჟორიტარმა კახეთში, გიორგი ბოტკოველმა, რომელიც კახი კალაძემ ზონდერების მობილიზებაში და კახეთის რეგიონში არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა, თბილისის მერის ბრალდება "ოცნების" წაგების შიშად შეაფასა და თქვა ისიც, რომ ყარაჯალას საარჩევნო ოლქში "ოცნება" ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენს.

"ეს არის სასაცილო, დამფრთხალი ხელისუფლების საუბარი, მათ იციან რომ არჩევნებს აგებენ და ათას რაღაცას დაგვაბრალებენ. ყარაჯალაში ხელისუფლება მობილიზებულია, რომ თავი გადაირჩინოს, ზეწოლაა ადამიანებზე, როგორც უბნის გარეთ, ისე შიგნით, პირდაპირ მიუთითებენ მათ ნების საწინააღდმდეგოდ, რომ შემოხაზონ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ბრიფინგებს ატარებენ და მახსენებენ მე - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს დაანახონ, ვითომ რაღაც ხდება." – თქვა გიორგი ბოტკოველმა, "მთავართან" სატელეფონო საუბრისას.

ენმ–ს თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის მაჟორიტარის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მის გუნდს ყველა უბანზე ყავს მობილიზებული ენმ–ს წარმომადგენლები, რომ მოქალაქეთა ხმები დაიცვან. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი