"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის, კახა კალაძის მტკიცებით, აქვთ ინფორმაცია, რომ ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით ყარაჯალაში არეულობის შესაქმნელად ზონდერ ჯგუფების მობილიზება ხდება.
ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ რამდენიმე ბოტკოველის ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შემქნის მიზნით, ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას",- თქვა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ნებისმიერ სამართალდაღვევაზე სახელმწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება და "დესტრუქციის მოსურნეებს" საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ.