ცესკოს ცნობით ამომრჩეველთა აქტივობა, 15 საათისთვის, 36,45%–ია, რაც რაოდენობრივად არის 1,279,947 ამომრჩეველი.
ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ქვემო ქართლში – 33,9% ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მე–19 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა – 49,5%.
ცნობისთვის ამომრჩეველთა აქტივობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15 საათისთვის 44.99% იყო – 1,625,818 ამომრჩეველი. ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა – 34.79% – 1,222,634 ამომრჩეველი იყო.
დღეს, 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 8,33% – 292,587 მოქალაქე.