"ცესკოს" ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა დღევანდელ არჩევნებზე დილის 10:00 საათისთვის 8,33 %–ია, რაც რაოდნობრივად არის 292,587 ამომრჩეველი.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე–19 საარჩევნო უბანზე, რაჭა ლეჩხუმსა და სვანეთში.
„10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც 292 587 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთში - 11%. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში 7,3%,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცნობისთვის, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დილის 10 საათისთვის 8.34 % იყო, რაც 293,047 ამომრჩეველს უდრის.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი, დილის 10 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 10.66%–იყო, რაც 385,413 ამომრჩეველია.
"ცესკოში" გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ამომრჩეველს აქვს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება, 127 სპეციალურად შექმნილი საარჩევნო უბანი კი, გადასატანი ყუთების საშუალებით კორონავირუსით დაინფიცირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს ემსახურება.