"არც შენიშნვას დაგაწერინებთ, არც საჩივარს" – საჩხერის საარჩევნო უბნის წარმომადგენლები დამკვირვებლებს

გამოქვეყნდა:

საჩხერის სოფელ კორბოულის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა Gmc-ის დამკვირვებელს საჩივრის დაწერის საშუალება არ მისცეს და დაემუქრნენ, რომ უბნიდან კომისიისთვის ხელისშეშლის ბრალდებით გააგდებდნენ. ვიდეო მტკიცებულებას, "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი – Gmc" აქვეყნებს.

მართველობის მონიტორინგის ცენტრის თქმით, კორბოულის საოლქო წარმომადგენელი მათ დამკვირვებელს და მობილურ ჯგუფს ეუბნებოდა, რომ საარჩევნო ოლქში დარღვევების გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა: "არც შენიშნვას არ დაგაწერინებთ, არც საჩივარს".

"საჩხერის 20.50.19 უბანზე (სოფელი კორბოული) ჩვენი დამკვირვებელი დარღვევებს აღრიცხავდა. კომისიის წევრები გაღიზიანდნენ და საჩივრის დაწერის საშუალებას არ აძლევდნენ დამკვირვებელს. მას დაემუქრნენ, რომ უბნიდან გააგდებდნენ კომისიისთვის ხელისშეშლის საფუძვლით.

ადგილზე აღმოჩნდა საოლქოს წარმომადგენელიც, რომელიც ჩვენს დამკვირვებელს და ჩვენს მობილურ ჯგუფს დასცინოდა, რომ საარჩევნო ოლქში გასაჩივრებაც უიმედოა. მიანიშნებდა, რომ ის გადაწყვეტდა მაინც."- წერია ფეისბუქ პოსტსში, რომელსაც ორგანიზაცია თავად ავრცელებს.

დამკვირვებელს საჩივრის დაწერა სურდა იმაზე, რომ ნაკადის მომწესრიგებელი, კორბოულის საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მოხსნას არ სთხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დღევანდელ  საპარლამენტო არჩევნებზე, პირბადის მოხსნა, ამომრჩევლის იდენტიფიცირების მიზნით, კანონითაა განსაზღვრული.

ცნობისთვის, ფოტო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო უბანზე კონიაკი მიიტანეს, ამავე ორგანიზაციამ, Gmc-მ გაავრცელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი