ხმისმისაცემად მისულ ამომრჩეველს სიცხეს არ გაუზომავენ, პირბადის მოხსნა მას მხოლოდ 2-ჯერ შეეძლება

გამოქვეყნდა:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვას ეხება. წესების მიხედვით, უბანზე მყოფი ამომრჩეველი პირბადეს სულ 2-ჯერ იხსნის. პირველ შემთხვევაში შესვლის დროს, რიგის მომწესრიგებელთან და მეორე შემთხვევაში რეგისტრატორთან.

"ამომრჩეველი არჩევნების დღეს არ გაივლის თერმოსკრინინგს, თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და არჩევნებში ჩართული სხვა პირები, რომლებსაც აქვთ უფლება იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე, უბანზე შესვლის წინ გაიკეთებენ თერმოსკრინინგს. ამომრჩეველს უნდა ეკეთოს პირბადე, პირბადის გარეშე ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. ისინი ასევე გაივლიან ხელების დეზინფექციის პროცედურას" - თქვა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

დღესვე, 16 ოქტომბერს, ცესკომ პოტენციურ ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 3 558 291 ხმისმიცემის უფლების მქონე პირია.

ცესკოს ინფორმაციით, ეს ბაზა დამუშავდება და უახლოეს მომავალში, 2020 წლის არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა საბოლოო  რაოდენობაც ცნობილი გახდება. სწორედ მონაცემების დამუშავების შემდეგ გაასაჯაროებს ცესკო ამომრჩეველთა განახლებულ სიას და მას პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა გადასცემს.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი