თბილისში მოგება ნიშნავს ყველგან მოგებას - ზაალ უდუმაშვილი Ipsos-ის ეგზიტპოლების შედეგებზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი, ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრებას ულოცავს" და ამბობს, რომ შედები მისთვის მოულოდნელი არ იყო.

"ველოდებით თბილისში გამარჯვებას, მაგრამ სხვა არის, როდესაც გვიცხადებენ, რომ თბილისმა გაიმარჯვა და მე ვულოცავ ყველა თბილისელს და მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, თბილისი რომ იგებდა ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველგან ვიგებდით" - ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

ოპოზიციის ლიდერის თქმით, ის ხვალ ელოდება, ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ცნობისთვის, პარლამენტის გადაყენებული თავჯდომარე რამდენიმე ოლქზე ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკიდან წასვლით იმუქრებოდა. 

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ წუთებში, რუსთაველზე, თბილისის პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი