კობახიძე პოლიტიკიდან წასვლით იმუქრება-პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე Ipsos-ის კვლევამ გააბრაზა

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე პოლიტიკიდან მიდის, თუ ერთ-ერთი მაინც ამ სამი კანდიდატიდან-ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, არჩევნებში გაიმარჯვებს. 

მწვავე რეაქცია და სიძულვილის ენას "ოცნების" გადაყენებული თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიმართ იყენებდა. 

შტურმი ნიკა გვარამიაზე ოცნების ლიდერებმა მას შემდეგ მიიტანეს, რაც მან Ipsos-ის კვლევის მიხედვით მაჟორიტარობის კანდიდატის რეიტინგი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე მარტო არ დატოვა უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძეც იგივე პირობით პოლიტიკიდან მიდის. 

"ოცნების" შეტევის მთავარმა ადრესატმა ნიკა გვარამიამ ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელიდან ორჯერ უპასუხა. ოცნების აღმასრულებელ მდივანს ჯერ პოლიტიკაში მისი პერსპექტივის შესახებ მოუყვა.შემდეგ კი ირაკლი კობახიძეს განცხადების იმ ნაწილზე გასცა პასუხი, სადაც პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორზე სიძულვილის ენით საუბრობდა. 

Ipsos- საფრანგეთის კვლევით, ყველა მონაცემი, იქნება ეს ნედლი თუ ალოკაციის მეთოდით დათვლილი, პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება იცვლება და ოპოზიციას ჯამში გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ქართულ ოცნებას.

Ipsos-ის კვლევაში მოხვედრის პოლიტიკურ სუბიექტებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ხვალ, 30ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ყველა ოპოზიციურ პარტიას პირდაპირ ეთერს სთავაზობს-  დადგნენ ერთად ყველანი, ვისაც ბიძინას დამარცხება უნდა და მოუწოდონ ამომრჩეველს არჩევნებზე მოსვლისკენ! - წერს ნიკა გვარამია facebook-ზე

​Ipsos-ს - საფრანგეთმა გამოკითხვა  მთავარი არხის დაკვეთით 17-დან 27 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა და 2000 რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა. კვლევაში ცდომილება +/ - 2,2%-ია. კანონმდებლობით დადგენილი დეტალური ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდზეა განთავსებული, სექტორი "არჩევნები 2020". 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი