ბრიუსელის ოქმი 11 საათზე მზად იყო, მაგრამ არ აუტვირთავთ, რადგან ოპოზიცია ლიდერობს - ემიგრანტი ოქმს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

"ფეისბუქზე" შექმნილ გვერდზე "გაყალბებული ოქმები" მოქალაქე მარიამ ფოფხაძე აქვეყნებს, ბრიუსელის ერთ-ერთი უბნის შემაჯამებელ ოქმს, სადაც ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები "ოცნების" მიღებულს აჭარბებს და წერს, რომ ეს ოქმი 23:00 საათზე იყო მზად, მაგრამ ცესკოს გვერდზე ამ დრომდე არაა ატვირთული.

"ვზივარ, ვეცნობი ოქმებს და რაც ზუსტად ვიცი, იმას დავწერ. ბრიუსელში დაახლოებით, 11 საათზე, უკვე ოქმი მზად იყო, მაგრამ ჯერ არ არის ატვირთული, ასევეა სხვა ოლქების ოქმები, სადაც ოპოზიცია ლიდერობს. ვთვლი, რომ მხოლოდ ოპოზიციამ არ უნდა დაიცვას ხალხის ხმები, ხალხმა უნდა დაიცვას საკუთარი ხმები!"- წერს მარიამ ფოფხაძე და ოქმსაც აქვეყნებს.

როგორც დიდ ბრიტანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე წერს, იგივე სიტუაცია იყო ლონდონშიც.

ლონდონშიც 2 საათის წინ შედგა ოქმი და არაა ატვირთული. მოიგო ნაციონალურმა მოძრაობამ, - წერს "ფეისბუქზე" ირაკლი გაბიძაშვილი და ოქმს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, "ოცნებას" 54,7%, ხოლო ოპოზიციას 23,6% ჰქონდა მიღებული იმ 1085 უბნიდან, რომლის დათვლაც მოასწრეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი