ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2413 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 1 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2413 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 25104 გახდა.

ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 40727
  • გამოჯანმრთელებულია - 25104
  • მათ შორის გარდაცვლილია - 335
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3007
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 4188
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 136 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 46 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი