იტალიისა და საბერძნეთის საარჩევნო უბნებზე "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, იტალიაში ქართველებისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე "ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს. 

რომში შედეგები ამჟამინდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: 

  • "ნაციონალური მოძრაობა" - 49.41%
  • "ქართული ოცნება" - 31.07% 

ქალაქ ბარში: 

  • "ნაციონალური მოძრაობა" - 71.14%
  • "ქართული ოცნება" - 12.69% 

"ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს საბერძნეთშიც. ათენის საარჩევნო უბნის მონაცემები ასეთია. 

  • "ნაციონალური მოძრაობა" - 57.49%
  • "ქართული ოცნება" - 27.68% 

"ენმ" უცხოეთში გახსნილ სხვა უბნებზეც ლიდერობს. ეს ქვეყნებია - ავსტრია, აშშ (ვაშინგტონის საარჩევნო უბანი), ბელგია, გერმანია, თურქეთი, ირლანდია, კანადა, კვიპროსი, ნიდერლანდები, პოლონეთი, სომხეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, უკრაინა, შვედეთი.

ცენტალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი