დათვლილია უბნების 80.22%: "ოცნება" - 48.34%, "ენმ" - 26.43%, "ევროპული საქართველო" - 3.78%

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დილის 11 საათისთვის, დათვლილია უბნების 80.22%, რაც სულ 3 847 უბნიდან 3 086-ის მონაცემებს მოიცავს. ამ დროის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 48.34%;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 26.43%;
  • "ევროპული საქართველო" - 3.78%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3.2;
  • "ლელო" - 3.26 %;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.16%;
  • "გირჩი" - 3.06%;
  • "მოქალაქეები" - 1.4%;
  • "ლეიბორისტები" - 1%.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

07:00 საათის მონაცემები, როცა უბნების 50,45% იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ. 09:00-ის მონაცემები აქ. 10:00-ის მონაცემები კი აქ. 

შეგახსენებთ, რომ როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა. 

მოგვიანებით, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს. 

ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი