წლევანდელი არჩევნები მოწოდების სიმაღლეზე იყო - კახა კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე, 31 ოქტომბერს აფასებს და ამბობს, რომ წლევანდელი არჩევნები მოწოდების სიმაღლეზე იყო. რაც შეეხება ბრალდებებს, ფულის დარიგებაზე, მისი თქმით, "ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს". 

"წლევანდელი არჩევნები მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ მომდევნო პარლამენტი იქნება ბევრი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი. ოლქებში ლიდერობენ ჩვენი წარმომადგენლები. გაიმართება მეორე ტურიც, თუმცა ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ფულის დარიგებას რაც შეეხება, ბუნებაში ასეთი არცერთი ფაქტი არ არსებობს", - ამბობს კალაძე. 

"ოცნების" იმედებზე დღეს ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ცესკოს ახლანდელი მონაცემების "მარტივი არითმეტიკით" "ოცნებას" 76 მანდატი აქვს და პარტია  საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით შევა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი