76 მანდატი გვაქვს, "ქართული ოცნება" ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას - კობახიძე 

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცესკოს ახლანდელი მონაცემების "მარტივი არითმეტიკით" "ოცნებას" 76 მანდატი აქვს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პარტია საქართელოს პარლამენტში უმრავლესობით შევა. 

""ქართულ ოცნებას" აქვს მიღებული პროპორციული წესით 62 მანდატი. გარადა ამისა დათვლილია უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდარტების მონაცემები და ამ მონაცემების მიხედვით, ჯერ გრძელდება დათვლა, ამგრამ შეიძლება ითქვას, რომ 14 კანდიდატს მინიმუმ აქვს მყარად მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. დანარჩენ შემთხვევებში გრძელდება დათვლა, არის შემთხვევები, სადაც უვკე გარანტირებულია მეორე ტური. თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც შესაძლებელია პირველ ტურში არჩევნების დასრულება. აქედან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკით შეიძლება დავადგინოთ ის, რომ "ქართულ ოცნებას" ზუსტად 76 მანდატი უკვე აქვს გარანტირებული - 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯაერებელი, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, "ქართული ოცნება" ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი, შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა," - თქვა კობახიძემ 

ცესკოს პირველადი მონაცემები, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბოლო, 11:00 საათის მონაცემები კი აქ. 

ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი