"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, თქვა, რომ ამაღამ რუსთაველის გამზირზე რჩება, მიუხედავად ხალხის რაოდენობისა.
"არ აქვს მნიშვნელობა რამდენნი ვიქნებით 1, 2 თუ 3. თუნდაც პირადად მე დავრჩე მარტო, მაინც ვიქნები პარლამენტის წინ, კარავიც რომ გამტაცონ. ბრძოლა ოლიგარქთან და რუსეთთან მესმის, რომ დამღლელია, მაგრამ მე ვრჩები პარლამენტთან და ამ ფორმით გამოვხატავ პროტესტს", - ამბობს დეკანოიძე.
ცნობისთვის, მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, დაშლას არ აპირებს და პარლამენტის შენობის წინ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მომავალ კვირას საპროტესტო გამოსვლა დააანონსეს.