დღეიდან ერთი კვირის თავზე ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას – გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

გიგი უგულავამ, "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, რუსთაველის გამზირზე, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციაზე, თქვა რომ მომავალ კვირას ოპოზიციური პარტიები გეგმავენ დიდ აქციას და მსვლელობას.

"პარტიები იმსჯელებენ მე დარწმუნებული ვარ, ყველა ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს მაგრამ, დღეიდან ერთი კვირის თავზე, კვირას – ჩვენ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია სამოქალაქო, და მთლიანად ქართული საზოგადოება ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას, მსვლელობას, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, ვინ არის საქართველო, რომ ხალხმა, რომელიც გუშინ შოკში იყო და ხელიდან გამოსტაცეს ეს გამარჯვება, თავისი ძალა დაანახოს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი." – თქვა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა და ხალხს მოუწოდა მათი თავისუფლებისთვის ბრძოლა განაგრძონ.

"გუშინ მთელი დღე ივანიშვილის პროპაგანდისტულ საშუალებებზე ეწერა ასეთი წარწერა "გარეჯი საქართველოა". დიახ, მეგობრებო, გარეჯი საქართველოა მაგრამ ივანიშვილი არ არის საქართველო, გუშინდელი არჩევნებისთვის დაკავებული ყავთ უკანონოდ ადამიანები, მეცნიერები, აქტივისტები, და მათი ბრძოლისთვის, მათი თავისუფლებისთვის, ამ პარლამენტს ყველამ უნდა უთხრას – არა"  – თქვა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ელენე ხოშტარიამაც.

აქციაზე შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები, 31 ოქტომბრის არჩევნების დარღვევებით მიმდინარეობას, "ცესკოს" მიერ არჩევნების შედეგების გვიან გამოქვეყნებას და გაყალბებას აპროტესტებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97.09% – შედეგები იხილეთ აქ.

გაყალბებული ოქმები, განახლებადი, იხილეთ აქ. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი