
დღეს, 2 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1852 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 389 აჭარაში, 441 კი იმერეთში. ხოლო 7 გარდაცვალებიდან 6 არის აჭარაში, 1 კახეთში. ამ თემაზე კომენტარი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გააკეთა.
2 ნოემბერს, რეგიონების მიხედვით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევები:
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადებული 519 მძიმე პაციენტია, მათ შორის 279 - თბილისში, 86 -აჭარაში, ამათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 230 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.