ოზურგეთის მუნიციპალიტეტში "ლეიბორისტების" კანდიდატს პროპორციულ ნაწილში 0 ხმა აქვს - მხარდამჭერები საპირისპიროს ამტკიცებენ

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში "ლეიბორისტული" პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით მამალაძეს, პროპორციულ ნაწილში 0 ხმა აქვს, მაჟორიტარულ ნაწილში კი 26 ხმა. როგორც ადგილობრივები და ოჯახის წევრები ამბობენ, მათ მამალაძე ორივეგან შემოხაზეს, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგი ამას არ ასახავს. 

მამალაძის მხარდამჭერები გაყალბების სავარაუდო სქემაზე საუბრობენ. გურიის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი კი ბრალდებების ფონზე საკითხს ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს, თუმცა ამბობს, რომ საქმეს აუცილებლად შეისწავლის. 

"რაიონში პროპორციული ბიულეტენები არის მოპარული, დამალული და გაყალბებული. ასე მოხდა სოფელ ცხემლისხიდშიც, 1 ბიულეტენი არსად ჩანს", - ამბობს დავით მამალაძე. 

შეგახსენებთ, რომ გაყალბების სქმებეის შესახებ საუბარი ოქმების გამოქვეყნებისთანავე დაიწყო. შესაბამისი დარღვევები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი