"ცესკოს" მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო ოქმის მიხედვით, N12 საარჩევნო ოლქში "ქართულმა ოცნებამ" 339 ხმა მიიღო. თუმცა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 17:00 საათისთვის არის 62. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მითითებული საერთოდ არ არის.
N4 საარჩევნო ოლქის 84-ე უბანზე კი, 65 ამომრჩეველი მივიდა. ეს მაშინ, როცა შემაჯამებელ ოქმში სულ 25 ხმაა დაფიქსირებული, დაკარგულია 40 ხმა.
N3 საარჩევნო ოლქის 96-ე უბანზე, სპეციალურ სიაში 394 მოქალაქე იყო აღრიცხული, უშუალოდ უბანზე კი 104 ამომრჩეველი მივიდა. თუმცა, საბოლოო შემაჯამებელ ოქმში მხოლოდ 17 ხმა მოხვდა. დაკარგულია 481 ხმა.
N11 საარჩევნო ოლქში, 48-ე უბანზე მივიდა 139 ამომრჩეველი, დაფიქსირდა მხოლოდ 82 ხმა.
საერთო ამომრჩეველთა და დათვლილ ხმათა რაოდენობაში შეუსაბამობაა შემდეგ ოქმებშიც:
N5 საარჩევნო ოლქის 120-ე უბანი
N1 საარჩევნო ოლქის 43-ე უბანი
N1 საარჩევნო ოლქის 41-ე უბანი
N3 საარჩევნო ოლქის 95-ე უბანი
"კარუსელი" - სხვადასხვა უბანზე, ერთმა და იმავე პირებმა ხმა რამდენჯერმე მისცეს
შეგახსენებთ, რომ როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა.
მოგვიანებით, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს.
ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".