დაახლოებით ერთი საათის წინ სროლის ხმა იყო ბათუმში, პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთაზე.
გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თვითმხილველები კი დეტალებზე არ საუბრიბენ.
ამ დროისთვის ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხადრზე შსს-მ გამოძიება 126-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე