
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მეზვრიშვილი თავად ავრცელებს : დამიდასტურდა Covid -19 კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას.მადლობა ყველას მოკითხვისთვის - წერს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასაც.