გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 833 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 1 833 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათი საერთო რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა. 

აქვე გეტყვით, რომ ამავე პერიოდში დამატებით ინფიცირდა 1 943 ადამიანი და გარდაიცვალა 20 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 44522
  • გამოჯანმრთელებულია - 28633
  • მათ შორის გარდაცვლილია - 362
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3080
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2264
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4253, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 47 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი