დარღვევები ისრაელში - ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილის ფოტო დახვდათ

გამოქვეყნდა:

ისრაელში გახნილ საარჩევნო უბანზე 31 ოქტომბერმა დარღვევებით ჩაიარა. ოპოზიციის დამკვირვებლების ინფორმაციით, ამომრჩევლებს უბნებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ფოტო დახვდათ. ამასთან, საელჩოს წარმომადგენლებმა ემიგრანტები უბანზე ორგანიზებულად მიიყვანეს და "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მოსთხოვეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ან ბეჭედს არ ურტყამდნენ, ან ხელმოწერას არ უკეთებდნენ. ერთერთ უბანზე იყო სალომე ზურაბიშვილის ფოტოც და როდესაც ჩამოხსნა ვთხოვეთ, ელჩმა, ლაშა ჟვანიამ, თქვა, რომ არავის მისცემდა ფოტოს ჩამოხსნის უფლებას", - ამბობს "მთავართან" საუბრისას დამკვირვებელი. 

ცნობისთვის, დარღვევებით ჩაიარა საარჩევნო დღემ ნიუ-იორკშიც. ერთერთ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაყალბება ოპოზიციის ხმების გაბათილებით სცადეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი