აშშ-ში ნიუ-იორკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაყალბება ოპოზიციის ხმების გაბათილებით სცადეს. საარჩევნო უბნის დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
აქვე, აშშ-ში ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე სხვა დარღვევებიც დაფიქსირდა, მათ შორის - "უნდა შემოხაზო 41"- ამ შინაარსის შეტყობინება საარჩევნო უბანზე, ცესკოს დანიშნული ერთ-ერთი წევრის მობილურ ტელეფონზე დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. რუსთაველიზე გუშინ, 1 ნოემბერს ოპოზიციური პარტიებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
8 ნოემბერს მასშტაბური აქციაც დაანონსეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".