არც ციხის გვეშინია, არც დაკავების, არც ქუჩაში დგომის - გიორგი ვაშაძე მელიას დაკავების მოთხოვნაზე

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას დაკავების მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხალხის დაშინების მცდელობად და პოლიტიკურ რეპრესიებად შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"ნიკა მელიას დაკავება ნიშნავს, რომ თითქოს თავის ძალას აჩვენებს "ქართული ოცნება", თუმცა ეს ჩვენ უკან არ დაგვახევინებს, უფრო მეტად ვიბრძოლებთ, რომ საბოლოო შედეგზე გავიდეთ, არც ციხის გვეშინია, არც დაკავების, არც ქუჩაში დგომის, პირიქით ვართ ძალიან მობილიზებული და ერთიანები  ვართ და ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ერთიანობას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ვა-ბანკზე მიდის, ცდილობს შეაშინოს ხალხი, რეპრესიებზე გადავიდეს, ჩამოიშლება ეს ყველაფერი პირობას გაძლევთ.", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძემ  მოქალაქეებს კვირას სამ საათზე დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა. ასევე, თქვა, რომ დღეს ხუთ საათზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესს დაესწრება.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას დაკავების მოთხოვნით პროკურატურის მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვა მაშინ გახდა ცნობილი, როცა ოპოზიციის ლიდერები, ხელს აწერდნენ დოკუმენტს, რომ არც-ერთი ოპოზიციური პარტია  არჩევნების შედეგებს არ მიიღებს და პარლამენტში არ შევა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი