ამ სიმძიმის არჩევნები ბოლო 8 წელია არ გვინახავს - NGO-ები გაყალბებულ ოქმებზე

გამოქვეყნდა:

მესამე სექტორი, რომელიც არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას აწარმოებდა, ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, გაყალბების მასშტაბით, ბოლო 8 წელში ყველაზე მძიმეა. 

"დარღვევების ის მასშტაბი და ხარისხი, რაც იყო კენჭისყრის დღეს, ბევრად უფრო სერიოზული და მძიმეა, ვიდრე ეს ნებისმიერ არჩევნებზე ბოლო 8 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე ასზე მეტი საჩივარი გვაქვს, ხმების ხელახალ გადათვლაზე და ბათილობაზეა საუბარი - უნდა დადგინდეს, ვიღაცამ ვერ გადაითვალა, თუ რეალურად სხვა მიზანს ემსსახურებოდა ეს ყველაფერი" - ამბობს "საიას" დირექტორი, ვახუშტი მენაბდე.

პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ არჩევნებზე ე.წ. "კარუსელების" შემთხვევები დაფიქსირდა: "ამ არჩევნებზე გამოიყენებოდა კარუსელები, რომელსაც მე ვეძახი ბიძინას კარუსელს. ცარიელი ბიულეტენები გაჰქონდათ გარეთ" - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, სერგი კაპანაძე.

პოლიტიკოსების თქმით, ამ დროისთვის 8400 "კარუსელის" შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც საჩივრები უვკე დაწერილია. "საკმაოდ ბევრი საჩივარი გვაქვს დაწერილი, ეს საჩივრები წავა სასამართლოში და იქ დახვდება კლანი, სამართლებრივ პროცედურებს უნდა გავლა" - ამბობს მცხეთა მთიანეთში "პარტია სამართლიანობისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლისას, საარჩევნო უბნების 8%-ში არაზუსტი და არასწორად შეჯამებული ოქმები დაფიქსირდა.

"ცესკოს" გაყალბებული ოქმები იხილეთ აქ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი